• რას ნიშნავს მხოლოდ ელ.ფოსტის რეგისტრაცია?

    ჩვენთან თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მხოლოდ საფოსტო მისამართი @georgia.ge დაბოლოებით, ხოლო ამ მისამართზე წერილების მისაღებად საჭიროა გქონდეთ gmail.com საფოსტო სერვერზე რეგისტრირებული ფოსტა. თუ თქვენ ფლობთ ელ.ფოსტას gmail.com-ზე, მაშინ საკმარისია მიამაგროთ ჩვენთან რეგისტრირებული ელ.ფოსტა თქვენი gmail-ის ანგარიშს და გექნებათ შესაძლებლობა gmail-ის საშუალებით მიიღოთ და გააგზავნოთ წერილები.

  • სად მივიღებ georgia.ge-ზე გამოგზავნილ წერილებს ან საიდან გავაგზავნი მათ?

    georgia.ge საფოსტო მისამართზე წერილების მისაღებად და გასაგზავნად უნდა გქონდეთ gmail.com-ის საფოსტო სერვერზე რეგისტრირებული ელ.ფოსტა. შესაბამისად, თქვენი წერილებს მიღება/გაგზავნას განახორციელებთ gmail-ის საშუალებით. ჩვენთან, თქვენი წერილების მიღება/შენახვა ან თქვენი გაგზავნილი წერილების დაგროვება არ ხორციელდება. თუ როგორ უნდა განახორციელოთ ეს იხილეთ ამავე გვერდზე.

  • თუ უკვე მაქვს ელ.ფოსტა რეგისტრირებული სხვაგან და არ მსურს მისი დაკარგვა, ვინაიდან ყველა ამ ფოსტაზე მეკონტაქტება, ამავე დროს მსურს მქონდეს ელ.ფოსტა რეგისტრირებული georgia.ge-ზე როგორ მოვიქცე?

    ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. განვიხილოთ ორი შემთხვევა:

    1. თუ უკვე გაქვთ gmail.com-ზე რეგისტრირებული ფოსტა, მაშინ საჭიროა მხოლოდ მიამაგროთ ჩვენი ახალი ფოსტა რეგისტრირებული georgia.ge-ზე

    2. თუ თქვენ არ გაქვთრეგისტრირებული gmail.com-ზე ელ.ფოსტა საჭიროა, პირველ რიგში დაარეგისტრიროთ. შემდეგ საჭიროა მასზე მიამაგროთ თქვენი ძველი და ახალი (georgia.ge-ზე რეგისტრირებული) ფოსტა.

    მას შემდეგ რაც ამ პროცედურებს დაასრულებთ შეგიძლიათ მიმოწერა აწარმოოთ gmail-ზე მიმაგრებული ნებისმიერი ფოსტით, ანუ მარტივად შეგიძლიათ წერილები გავაგზავნოთ ნებისმიერი იმ მისამართით, რომელიც gmail-ზე გაქვთ მიმაგრებული. წერილებიც მოგივათ gmail-ის ფოსტაზე რაც დაგვერწმუნეთ ძალიან მარტივი და კომფორტულია.

    შენიშნვა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს ფოსტის მიბმა gmail-ზე, საჭიროა სერვერს ქონდეს SMTP-ს მხარდაჭერა. ქვემოთ ჩამოვთვლილია ის საფოსტო სერვერები, რომლებიც მომხმარებლის თხოვნით გადამოწმდა.

    საფოსტო სერვერები, რომელთაც აქვთ SMTP-ს მხარდაჭერა:

    • yahoo.com - ფასიან ელ.ფოსტას. უფასო ელ.ფოსტის შემთხვევაში არ აქვს.
    • mail.ru

    საფოსტო სერვერები, რომელთაც არ აქვთ SMTP-ს მხარდაჭერა:

    • yahoo.com - უფასო ფოსტას. ფასიანი ელ.ფოსტის შემთხვევაში აქვს.

    იმ შემთხვევაში თუ ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი საფოსტო სერვერის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით, მოგვწეროთ რომელ სერვერზე გაქვთ მიმდინარე ელ.ფოსტა რეგისტრირებული და ჩვენ გადაგიმოწმებთ შესაძლებელია თუ არა მისი მიბმა gmail-საფოსტო სერვერზე.

  • რამდენად უსაფრთხო და სანდოა georgia.ge-ზე ფოსტის რეგისტრაცია?

    ჩვენი საფოსტო მისამართის სარგებლობისთვის თქვენ უნდა გქონდეთ gmail.com-ის საფოსტო სერვერზე რეგისტრირებული ელ.ფოსტა. შესაბამისად, თქვენი წერილებს მიღება/გაგზავნას განახორციელებთ gmail-ის საშუალებით. ჩვენთან, თქვენი წერილების მიღება/შენახვა ან თქვენი გაგზავნილი წერილების დაგროვება არ ხორციელდება. წერილების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი gmail.com-ის მიერ.

  • როგორ დავარეგისტრირო georgia.ge-ზე ელ.ფოსტა?

    ამისათვის გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო გვერდზე. შეავსოთ მოცემული ფორმა და გამოგვიგზავნოთ. თქვენი სარეგისტრაციო მოთხოვნის შემდეგ, ჩვენ დაგიკავშირდებით მითითებულ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

    როგორ მივამაგროთ ფოსტა gmail-ის ანგარიშს?

    ჩვენ ვიზრუნეთ ამ საკითხზეც და იმისათვის, რომ გაგიმარტივდეთ აღნიშნული პროცედურა გთხოვთ, მოინახულოთ ჩვენს მიერ გამზადებული ვიდეო სახელმძღვანელო. მასში შევეცადეთ დეტალურად აგვეღწერა ყველა საჭირო პროცედურა.

    ვიდეო სახელმძღვანელოს შემდეგ თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები და მათ კითხვა-პასუხის ამ გვერდზე ვერ მოიძიებთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით და ვეცდებით უმოკლეს დროში გიპასუხოთ.

    ვერ იპოვეთ საჭირო ინფორმაცია?

    დიდ ბოდიშს გიხდით, რომ თქვენთვის საჭირო კითხვაზე ჯერ არ გაგვიცია ამ გვერდზე პასუხი. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით და ვეცდებით უმოკლეს დროში გიპასუხოთ.