მიმდინარე წესები და პირობები განსაზღვრავს შპს ქოლგას, მომავალში მოხსენიებული როგორც შემსრულებელი, და ამავე დომენის ქვეშ რეგისტრირებული ელ. ფოსტის მიმღების და/ან მისი მფლობელის, მომავალში მოხსენიებული როგორც მომხმარებელს, შორის ურთიერთობებს.

 

1. შემსრულებელი ვალდებულია

1.1. ვებ-გვერდის საშუალებით მისცეს მოხმარებელს შესაძლებლობა განაცხადოს სურვილი სასურველი ელ.ფოსტის რეგისტრაციისათვის.

1.2. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ელ.ფოსტა ვაკანტურია და/ან არ არის რეზერვირებული სხვა მომხმარებლის ან თავად შემსრულებლის მიერ უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია.

1.3. უზრუნველყოს, მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გამართული მუშაობა, რათა მოხმარებელს გაეწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურება და დაუბრკოლებლად ისარგებლოს შემსრულებლის მიერ შეთავაზებული ყველა პროდუქტით.

1.4. ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში, დროულად განაახლოს ვებ-გვერდზე ინფორმაცია და/ან ელ.ფოსტის საშუალებით მიაწოდოს მომხმარებელს მათ შესახებ ინფორმაცია.

1.5. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მაქიმალურად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

 

2. შემსრულებელს უფლება აქვს

2.1. მომხმარებლის მიერ წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღსაკვეთად.

2.2. მომხმარებლის მიერ წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად შეაჩეროს მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურება.

2.3. არასწორად მოწოდებული ინფორმაციის შევსებისას არ დაარეგისტრიროს მომხმარებლის ელ.ფოსტა.

2.4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დროულად არ მოახდენს გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდას, დროებით ან მთლიანად მოახდინოს მისი კუთვნილი ელ.ფოსტის გაუქმება.

2.5. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს რაიმე დარღვევის გამო შეჩერებული მომსახურება, შემსრულებელს უფლება აქვს მომავალში აღარ გაუწიოს ნებისმიერი სახის მომსახურება.

2.6. სხვადასხვა მიზეზების გამო, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების, გარეშე  უარი უთხრას მომხმარებელს მის მიერ მოთხოვნილი ელ.ფოსტის დარეგისტრირებაზე.

 

3. მომხმარებელი ვალდებულია

3.1. მკაცრად დაიცვას მიმდინარე გვერდით განსაზღვრული წესებსი და პირობები.

3.1. მკაცრად დაიცვას და არ გადასცეს მესამე პირს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3.2. არ განახორციელოს არაკანონიერად სარეკლამო ან სხვა სახის საფოსტო გზავნილების დაგზავნა სხვა პირების საფოსტო მისამართებზე.

3.3. დროულად გადაიხადოს გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდა.

3.4. რეგისტრაციის პროცესში სწორად მიუთითოს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

4. მოქმედი კანონმდებლობა

4.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

4.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. 

 

5. ანგარიშსწორება

5.1. შემსრულებელთან მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდეს შემსრულებლის პირად, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ორგანიზაციის დასახელება: შპს ქოლგა
საიდენტიფიკაციო კოდი: 404881295
ბანკის დასახელება: თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშწორების ანგარიში: GE31TB7556636020100001

 

6. დამატებითი პირობები

6.1. თუ ჩვენი გარიგების ნებიმიერი პირობა მიჩნეული იქნება არასწორად, უკანონოდ ან შეუძლებელი იქნება მისი შესრულება, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთი პირობები წაიშლება ან ამოღებული იქნება და დარჩენილი შეთანხმება ძალაში იქნება ასეთი პირობების გარეშე.

6.2. შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი იყოს მესამე პირის სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი მათ ვებ-გვერდებზე ან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე და შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი თუ მომხმარებელმა განიცადა რაიმე სახის ზარალი.

6.3 დადგენილი ფასები შესაძლებელია შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად.

6.4. მხარეებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გამოწვეულ პრობლემებზე, არცერთი მხარე არ აგებს პასუხს.